Thursday, April 5, 2012

ევროპის საბჭო

  ევროპის საბჭო 1949 წელს ჩამოყალიბდა და ევროპაში უძველეს პოლიტიკურ
გაერთიანებას წარმოადგენს. დაარსებიდან დღემდე, ევროპის საბჭოში 46 ქვეყანა გაერთიანდა, მათ შორის 21 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა თავდაპირველად ევროპის საბჭოს წევრი იყო.
საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა. საბჭოს საქმიანიობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ადამიანის უფლებების, საპარლამენტო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა; სოციალურ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შემუშავება მთელი კონტინენტისათვის;
საერთო ევროპული ღირებულებების შექმნა სხვადასხვა კულტურის ქვეყნებისათვის. 1989 წლიდან ევროპის საბჭოს ძირითად საქმიანობაა: პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა; პოლიტიკური, იურიდიული და კონსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობა, ეკონომიკური რეფორმების პარალელურად; ასევე, დახმარება ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, განათლების, კულტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
  1993 წლის ვენის სამიტზე ევროპის საბჭოს ახალი პოლიტიკური მიზნები განისაზღვრა.
წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა ევროპის საბჭო ევროპაში დემოკრატიისა და
მშვიდობის გარანტად აღიარეს. დემოკრატიის უსაფრთხოება სამხედრო უსაფრთხოების
ნაწილად იქცა.
  1997 წლის სტარსბურგის სამიტზე შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სოციალური მდგომარეობა, მოსახლეობის უსაფრთხოება, დემოკრატიული ღირებულებები და კულტურული სხვაობა. ევროპის საბჭოს ინსტიტუციონალური სტრუქტურებია: 46 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან შემდგარი მინისტრთა კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, კონგრესი და სამდივნო.ამგვარად, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს განვითარებასა
და დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს
ასრულებს, ვინაიდან აღნიშნული ევროპის სტრუქტურები სახელმწიფოებს
თანაცხოვრებისათვის ამზადებენ და ერთიან ევროპულ ორგანიზმში ინტეგრირების
წინაპირობებს ქმნიან.
http://www.gipa.ge

No comments:

Post a Comment