Wednesday, April 4, 2012

ევროინტეგრაცია და საქართველო

ილია ჭავჭავაძემ საფუძველი ჩაუყარა სწორედ ევროპისათვის დამახასიათებელ “საერთო ნიადაგის” თეორიას (ილია ამას წოდებათა შერიგებას უწოდებდა) რომელიც განავითარა და გააღრმავა არჩილ ჯორჯაძემ (სწორედ მან უწოდა ამ თეორიას “საერთო მოქმედების” თეორია).

ილიას მიაჩნდა, რომ სანამ ერი მთლიანი და ერთიანია, იგი უძლეველია; როცა ერში იწყება “განთვითოეულება”, იგი გარდაუვალი დაღუპვის წინაშე აღმოჩნდება: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის, თითოში-ყველა, საცა თითოეული ყველასთვის არ ფიქრობს და ყველა-თვითოეულისათვის, საცა “მე” ხშირია, “ჩვენ”-იშვიათი... ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე” 2. არჩილ ჯორჯაძის აზრით, “საერთო მოქმედების” თეორია არის გარანტი ერის წინაშე წამოჭრილი ფუნდამენტური საკითხების სამართლიანად და ეროვნული ინტერესების პრიზმით გადაწყვეტისა: “უდავოა, - წერდა იგი, - რომ ევროპაში მოკამათე დასნი დგანან საერთო მოქმედების ნიადაგზე. ამ გარემოებამ არ უნდა გაგვაკვირვოს. დემოკრატიულ დაწესებულებათა შექნისთვის საჭიროა ყველა პროგრესული პარტიის შეერთებული ძალა და ამ მიზნით ხშირად საჭიროა კლასთა ბრძოლის სიმწვავის შესუსტება” 3.

სწორედ ილია ჭავჭავაძემ მოუწოდა ქართველობას თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის იმ პრინციპების დანერგვისაკენ, რომლის სამშობლოა ევროპა: “ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა


www.presage.tv

No comments:

Post a Comment