Thursday, April 5, 2012

ევროკავშირის ისტორია და ინსტიტუტები

ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს
გადასცემენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც ეროვნულ და საერთო ინტერესებს
იცავენ. ყოველი სახელმძღვანელო წესი და პროცედურა ინსტიტუტებისათვის
ჩამოყალიბებულია ხელშეკრულებაში, რომელიც შეთანხმებულია წევრ სახელმწიფოთა
პრეზიდენტებსა და პრემიერ მინისტრებთან და რატიფიცირებულია მათი პარლამენტების მიერ.
თითოეულ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილების მქონე სამი ძირითადი ინსტიტუტია:
• ევროკავშირის საბჭო
• ევროპის პარლამენტი
• ევროკავშირის კომისია
ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა, რომელიც
ჩამოყალიბდა დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე 1950-იან წლებში. მის სხდომებს
ესწრება თითო მინისტრი ევროკავშირის ყოველი წევრი სახელმწიფოს მთავრობიდან.
ევროკავშირის საბჭოს ექვსი ძირითადი ფუნქცია აკისრია:
• ევროპული კანონების მიღება;
25
• წევრი სახელმწიფოების ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება;
• საერთაშორისო შეთანხმებების დადება ევროკავშირსა და ერთ ან მეტ სახელმწიფოს,
აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის;
• ევროპარლამენტთან ერთად ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დამტკიცება;
• ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შემუშავება. უნდა
აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკა,U უშიშროება და თავდაცვა ეს ის საკითხებია,
რომელთან დაკავშირებითაც წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებელ კონტროლს
ინარჩუნებენ;
• წევრი სახელმწიფოების სასამართლოებსა და პოლიციის ძალებს შორის სისხლის
სამართლის საკითხებზე თანამშრომლობის კოორდინირება.
ევროკავშირის საბჭოსათვის განსახილველ საკითხებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მუდმივ წარმომადგემლობათა კომიტეტი “კორეპერი” ამზადებს. საბჭოს ხელმძღვანელობა
ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. მისი გენერალური სამდივნოს შტაბ-ბინა ბრიუსელში
მდებარეობს.
http://www.gipa

No comments:

Post a Comment