Thursday, April 5, 2012

პრომლემური საკითხი

  კაპიტალისტური სისტემის გაბატონებისა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების
ჩამოყალიბების შედეგად, მოსახლეობის მობილურობის ზრდამ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახვეწამ, განსხვვებულ ეთნოსებს შორის კომუნიკაბელურობის ზრდამ და სხვა პროცესებმა, გლობალური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ევროინტეგრაცია, მეტწილად, სწორედ აღიშნულ ურთიერთობათა სწრაფი განვითარების შედეგს წარმოადგენს და უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. დღესდღეობით, ამ პროცესში ევროპის ყველა ქვეყანაა ჩაბმული და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან გავლენას განიცდის. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ისიც ამ
პროცესების ერთ-ერთი თანამონაწილეა. ცხადია, ევროინტეგრაცია, ისევე როგორც სხვა
მასშტაბური პროცესები ცალსახად დადებითი ან უარყოფითი ვერ იქნება:
  ერთი მხრივ, სახელმწიფოთა მიერ საზღვრების გახსნა, სწრაფი ტექნოლოგიური ზრდა,
საინფორმაციო ტექნოლოგიების დახვეწა, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების
გაზრდა და თანამშრომლობის უფრო მაღალი დონე კარგ შესაძლებლობას აძლევს
სახელმწიფოებს ეფექტიანად \ რაციონალურად გამოიყენონ არსებული რესურსები და
განვითარების მაღალ დონეს მინიმალური დანახარჯებით მიაღწიონ;
  მეორე მხრივ, სახელმწიფოთა შორის ბარიერების მოსპობა, მოსახლეობის მობილურობის ზრდა და მათი დაახლსსოება, შესაძლებელს ხდის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საფრთხის მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გავრცელებას, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის საშიშროების გაზრდას. მიუხედავად ამისა, საქართველოსათვის ევროინტეგრაციისაგან მიღებული სარგებელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პრობლემები, რომელთაც სახელმწიფო დღესაც განიცდის და მათი მოგვარება მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ჩარევის გარეშე, პრაქტიკულად გამორიცხულია ახლო მომავალში.
დამოუკიდებლობის პირველივე წლებში დასავლური ორიენტაციის არჩევა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული:
1. საქართველო ისტორიულად დასავლეთისკენ მიისწრაფის. 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე თვეებში ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროპის სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობებს (მაგალითად, საქართველოს საელჩო საფრანგეთში);
2. კულტურული თვალსაზრისით საქართველოსთან ევროპა ყველაზე ახლოს არის და მათთან ინტეგრაცია მისაღებია ამ თვალსაზრისითაც3
3. ახლად დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფო, მძიმე გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ნორმალური გზით განვითარდებას ვერ შეძლებდა
ამ და სხვა მიზეზთა გამო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს,
სწორედ დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა
ცდილობს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებით განვითარებულ მსოფლიოს დაუახლოვდეს და დასავლური სამყაროს სრულუფლებიან წევრად იქცეს. ევროინტეგრაციის გზაზე სახელმწიფოს ორიენტირი, ცხადია, უმაღლესი წერტილის მიღწევა უნდა გახდეს. უმაღლეს წერტილად კი ევროკავშირის წევრობა უნდა მივიჩნიოთ, რადგან მსოფლიოში არ არსებობს არცერთი გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოთა ერთობას ამ ორგანიზაციაზე მეტად უსვამს ხაზს. აქედან
გამომდინარე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ევროპული ინტეგრაციის საზომად ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობისას საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები თუ პრობლემები უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ ნაშრომი, ძირითადად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეა ფოკუსირებული და მისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ პრობლემებსა თუ არსებულ პერსპექტივებს იკვლევს. კვლევის უმთავრეს მიზანს, აღნიშნული პრობლემებისა და პერსპექტივების სათანადო შეფასება და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იქცეს სახელმწიფოსთვის თვითმიზანი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ევროკავშირში გაწევრიანების გარეშეც არის შესაძლებელი (შვეიცარია, ნორვეგია), თუმცა მისი კრიტერიუმების დაკამყოფილებას, რეკომენდაციების გათვალისწინებას და სხვადასხვა მოთხოვნათა ეფექტურ შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროინტეგრაციის გზაზე: ევროკავშირი საქართველოსთვის შუქურად უნდა იქცეს, ჩვენი ქვეყანა მის მიხედვით უნდა მოძრაობდეს და არა მის უშუალო მიღწევაზე ოცნებობდეს_ კოტე ჟღენტი
http://www.gipa.ge

No comments:

Post a Comment