Tuesday, April 10, 2012

ნატო-ში გაწევრიანების დინამიკის შენარჩუნება


საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მთელი ქართველი ერის მისწრაფებაა, რაც დადასტურდა 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტით, როდესაც მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის იდეას. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმას. საქართველო წლების მანძილზე წარმატებით იყენებდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატსა და ინსტრუმენტს. ამ თანამშრომლობამ ქვეყანას საშუალება მისცა წარმატებით განეხორციელებინა დემოკრატიული რეფორმები და გარდაექმნა შეიარაღებული ძალები ალიანსთან თავსებადობის მისაღწევად. მიღწეული შედეგების საფუძველზე, ნატო-მ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.“
რუსეთის აგრესიამ ვერ შეაფერხა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომლის დანიშნულებაც, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად, არის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელშეწყობა. 2008 წლის ნატოს დეკემბრის მინისტერიალზე გადაწყდა საქართველოსთვის ახალი ინსტრუმენტის, წლიური ეროვნული გეგმის ფორმატის შემოღება, რომლის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ნატო-საქართველოს კომისია. საქართველო წლიურ ეროვნულ გეგმას განიხილავს როგორც ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დააკმაყოფილოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებელი კრიტერიუმები.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკის შენარჩუნება და, ბუქარესტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ალიანსთან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება. დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ხელს შეუწყობს ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობას არსებული ფორმატის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, ძირითადი ყურადღება დაეთმობა ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატის მაქსიმალურ გამოყენებასა და წლიური ეროვნული გეგმის შესრულებას.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ამ პროცესიდან გამომდინარე მოსალოდნელი სარგებლისა თუ გამოწვევების შესახებ. საგარეო პოლიტიკური უწყება თავის წვლილს შეიტანს ნატო-ს შესახებ საზოგადოების გაცნობიერების პროცესში.

ევროკავშირის როლის გაძლიერება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში

დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოში სრულფასოვანი სამშვიდობო მისიის განხორციელებისკენ, რომლის მანდატი რეალურად გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე, მუშაობა წარიმართება ევროკავშირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის სათანადო შეფასებისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხებს
http://www.polity.ge

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან

ევროპა არის ის ბუნებრივი გარემო, რომელსაც საქართველო მოწყვეტილი იყო საუკუნეების მანძილზე და რომელშიც ქართულმა სახელმწიფომ უნდა განაგრძოს თავისი განვითარება. ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად და მის ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის. ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებასა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მთავარი აქცენტები სავიზო და სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციაზე გაკეთდება. ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ენერგეტიკის სფერო წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აგრეთვე პარტნიორობის გაღრმავება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

Monday, April 9, 2012

გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები

გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. გერმანელებსა და ქართველებს შორის მჭიდრო და ნდობით გამსჭვალულ ურთიერთობებს თითქმის 200 წლიანი ტრადიცია აქვს. გერმანიაში დაუვიწყარია პრეზიდენტ შევარდნაძის წვლილი თავისუფალი გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებაში. თავის მხრივ გერმანია საქართველოში სარგებლობს პატივისცემითა და სიმპათიით. ყურადღების ღირსია ფედერალური მთავრობის მიერ განვითარების პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით კი ენერგომომარაგების დარგში გაწეული საქმიანობა. აღიარებულია გერმანიის მონაწილეობა საერთაშორისო საშუამავლო საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის აფხაზეთის რეგიონალური კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება.


http://www.tiflis.diplo.de

ნიკოლა სარკოზი საქართველოში

ნიკოლა სარკოზი ევროპის ერთ-ართი გავლენიანი პრეზიდენტია, ის საქართველოს ყველაზე მდზიმე წუტებში გვერდით ედგა ხოლო 2011 წლის 7 ოცტომბრის ვიზიტით მან ხაზი გაუსვა  საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრულ ურთიერთობას.




ქართულ-ფრანგული ურტიერთობა(საპარლამენტო ვიზიტები)


Alain Gournac et Lado Vardzelachvili
2006 წლის 19-24 მარტი: ქალბატონ ნინო ბურჯანაძის საფრანგეთში ვიზიტი და შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ბატონ ჟან-ლუი დებრესთან და სენატის თავმჯდომარე, ბატონ კრისტიან პონსელესთან
2004 წლის 2-6 იანვარი : საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ ელენ მინიონის, დეპუტატ ლოიკ ბუვარისა და სენატორ ფრანსუა ფორტასენის საქართველოში დამკვირვებელთა მისიით ჩამოსვლა
2003 წლის 31 ოქტომბერი-4 ნოემბერი : საკანონმდებლო არჩევნებთან დაკავშირებით დეპუტატების, ქალბატონ მარი-ფრანსუაზ კლერჟოსა და ბატონ ლოიკ ბუვარის დამკვირვებელთა მისიით საქართველოში ვიზიტი.
2003 წლის 31 ოქტომბერი-3 ნოემბერი : საკანონმდებლო არჩევნების პერიოდში სენატორების, ალენ გურნაკისა და ჟან-ბესონის დამკვირვებელთა მისიით საქართველოში ჩამოსვლა.
2003 წლის 8-10 ოქტომბერი : საფრანგეთის ყოფილი მინისტრის, ევროპის საბჭოსა და დასავლეთ ევროპის კავშირის ასამბლეათა საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციის დელეგირებული თავმჯდომარის, სენატორ ჟან-პიერ მასარეტის წინასაარჩევნო ვიზიტი საქართველოში.
2003 წლის 27-29 აპრილი : ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა, დეპუტატ ლოიკ ბუვარისა და სენატორ ჟან გი ბრანჟეს საქართველოში ვიზიტი.
2003 წლის 1-3 მაისი : კონტინენტური ევროპის სამმართველოს დირექტორის ბატონ ჰიუგ პერნეს თბილისში ვიზიტი.
2003 წლის 10 აპრილი : საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის, ბატონ თედო ჯაფარიძეის პარიზში ვიზიტი.
2002 წლის 11-14 ოქტომბერი : სენატორ ქსავიე დე ვილეპენის საქართველოში ვიზიტი.
2001 წლის ოქტომბერი : საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის ბატონ კრისტიან პონსელეს საქართველოში დელეგაციის თანხლებით ჩამობრძანება.
1999 წლის დეკემბერი : ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეთა პარიზის შეხვედრა და საფრანგეთის სენატის ეგიდით მოწყობილი ეკონომიური კოლოქვიუმი კავკასიის შესახებ.
1999 წლის ივლისი : საფრანგეთში სენატის თავმჯდომარის, ბატონ კრისტიან პონსელეს საქართველოში ვიზიტი საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან ერთად.
1999 წლის მაისი : ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაფართოებისა და ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ ლოიკ ბუვარის საქართველოში ვიზიტი.
1999 წლის იანვარი : საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის ბატონ კრისტიან პონსელეს პარიზში ბატონ ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრა.
1999 წლის თებერვალში : კონტინენტური ევროპის სამმართველოს დირექტორის ბატონ დომინიკ შასარის თბილისში ვიზიტი.
1996 წლის 1-2 ივნისი : საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის ბატონ რენე მონორის საქართველოში ვიზიტი.
1996 წლის 23-30 მარტი : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანის საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის, ბატონ რენე მონორის მიწვევით პარიზში ვიზიტი.
1995 წლის აპრილი : საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის ბატონ ლოიკ ბუვარის საქართველოში ვიზიტი.
1995 წლის მარტი : საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფიდან სენატორების ბ.ბ გეშტისა და შიელის საქართველოში ვიზიტი.
1995 წლის ნოემბერი : იველინის დეპარტამენტის სენატორის ბატონ ალენ გურნაკისა და პარიზის სენატორის ქალბატონ დანიელ პურტოს ვიზიტი საქართველოში.
1994 წლის ივლისი : საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ბატონ რელან ბლიუმის საქართველოში ვიზიტი.

ქართულ-ფრანგული ურთიერთობა(ვიზიტები)


2011 წლის 7 ოქტომბერი: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნი ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველოში
10 - 12 სექტემბერი 2011: ბ-ნ ტიერი მარიანის ვიზიტი საქართველოში
17 - 18 ივნისი 2011: ბატონ ანრი დე რენკურის ვიზიტი საქართველოში
22 - 23 აპრილი 2011: ბ-ნ ტიერი მარიანის ვიზიტი საქართველოში
10 სექტემბერი 2010: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თორნიკე გორდაძის ვიზიტი საფრანგეთში
14-15 ივლისი: საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, ბ-ნ ბერნარ კუშნერის ვიზიტი საქართველოში
8 ივნისი 2010: საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი პარიზში
ბერნარ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი და პიერ ლელუში, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ სამშაბათს 15 დეკემბერს პარიზში თემურ იაკობაშვილს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში
პიერ ლელუში, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი შეხვდა სამშაბათს 15 დეკემბერს გიროგი ბარამიძეს, საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში
25-26 ნომებერი 2009: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი პარიზში
16 - 18 ნოემბერი 2009: ფრანგულ საწარმოების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
2009 წლის 2 და 4 ნოემბეროი: ივრის დეპუტატისა და მერის, მანუელ ვალის ვიზიტი საქართველოში
2008 წლის 2 და 4 დეკემბერი: რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის ვიზიტი პარიზში
2008 წლის 23 და 24 ნოემბერი: სახელმწიფო მდივნი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, ქ-ნ ან- მარი იდრაკის ვიზიტი საქართველოში
Le 8 septembre 2008 - Conférence de presse
2008 წლის 8 სექტემბერი: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნი ნიკოლა სარკოზის ვიზიტი თბილისში
2008 წლის 12 აგვისტო: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნი ნიკოლა სარკოზის სა და საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, ბ-ნ ბერნარ კუშნერის ვიზიტი საქართველოში
2008 წლის 10 აგვისტო: საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, ბ-ნ ბერნარ კუშნერის ვიზიტი თბილისსა და გორში. ბ-ნ ბერნარ კუშნერს თან ახლდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი, რომელიც ასევე ეუთოს პრეზიდენტია.
2008 წლის 20 იანვარი: სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი ბ-ნ მიშელ ბარნიეს ვიზიტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დროს.
Nicolas Sarkozy & Mikheil Saakachvili
2007 წლის 13 ივნისი: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ვიზიტი პარიზში
2006 წლის 29-31 მაისი: მ.ა. ბატონ მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტი NATO ს საპარლამენტო სესიასთან დაკავშირებით
2006 წლის 31 მაისი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მ.ა. ბატონ გელა ბეჟუაშვილის საფრანგეთში ვიზიტი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ფილიპ დუსტ-ბლაზთან შეხვედრა
2005 წლის 21 დეკემბერი: ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მ. ა. ბატონ გიორგი ბარამიძის საფრანგეთში ვიზიტი და ევროპულ საკითხებში დელეგირებულ მინისტრთან, ქალბატონ კატრინ კოლონასთან შეხვედრა.
2005 წლის 26 სექტემბერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი და ფრანგ კოლეგასთან, ბატომ ფილიპ დუსტ-ბლაზთან შეხვედრა
2005 წლის 23-25 ივნისი: საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის მონაკოში ვიზიტი კრანსმონტანას ფორუმთან დაკავშირებით
2005 წლის 25-26 იანვარი: საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით
2004 წლის 8-9 მარტი: საქართველოს პრეზიდენტის, მ.ა. ბატონ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე, ბატონ კრისტიან პონსელესთან, გაეროს ბავშვთა ფონდის გენერალურ დირექტორთან, ბატონ კუაჩირო მატცუურასა და ევროპულ საკითხებში დელეგირებულ მინისტრთან, ქალბატონ ნოელ ლენუართან
2002 წლის ოქტომბერი : საფრანგეთის საგარეო საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის რენო მიუზელიეს საქართველოში ვიზიტი.
2002 წლის იანვარი : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონ გიორგი ბურდულისა და ევროპის დეპარტამენტის დირექტორის, ბატონ ლევან ნიჟარაძის პარიზში ვიზირტი.
2001 წლის აპრილი : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ირაკლი მენაღარიშვილის საფრანგეთში ვიზიტი.
2000 წლის მაისი : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილის ბატონ გიორგი ბურდულის პარიზში მეორე ვიზიტი.
2000 წლის მაისი : საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კონტინენტური ევროპის სამმართველოს დირექტორის, ბატონ ჰიუგ პერნეს, საფრანგეთის პრემიერ მინისტრის მრჩევლის, ბატონ სტეფან ვისკონტისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვე-სამმართველოს რედაქტორის, ბატონ არნო გილუას თბილისში ვიზიტი.
1999 წლის დეკემბერი : საქართველოს იუსტიციის მინისტრ ბატონ ჯონი ხეცურიანის საფრანგეთში ვიზიტი.
1999 წლის ნოემბერი : საქართველოს განათლების მინისტრ ბატონ ალექსანდრე კარტოზიას საფრანგეთში ვიზიტი.
1999 წლის ივნისი : საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ დავით თევზაძის საფრანგეთში ვიზიტი.
1999 წლის მაისი : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ირაკლი მენაღარიშვილის საფრანგეთში ვიზიტი.
1999 წლის მარტი : იუსტიციის მინისტრ ბატონ ლადო ჭანტურიას საფრანგეთში ვიზიტი.
1999 წლის სექტემბერი : საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო მრჩევლის ბატონ მიშელ ფუშერის, კონტინენტური ევროპის სამმართველოს დირექტორის ბატონ ჰიუგ პერნეს, აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს დირექტორის მოადგილის ქალბატონ ოდილ რემიკ-ადიმის, აღმოსავლეთ ევროპის ქვე-სამმართველოს წარმომადგენლის ბატონ არნო გილუასა და საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების მთავარის სამმართველოს დირექტორის ბატონ ჟულიენ სტეიმერის თბილისში ჩამოსვლა.
1998 წლის აპრილი : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონ გიორგი ბურდულის პარიზში პირველი ვიზიტი.
1998 წელი : სათბობ-ენერგეტიკის მინისტრ ბატონ თემურ გიორგაძისა და ტრანსპორტის მინისტრ ბატონ მერაბ ადეიშვილის საფრანგეთში ვიზიტი.
1997 წლის ნოემბერი : საქართველოს იუსტიციის მინისტრ ბატონ თედო ნინიძის საფრანგეთში ვიზიტი.
1997 წლის თებერვალი : ბატონ ედუარდ შევარდნაძის საფრანგეთში ვიზიტი.
1996 წლის ოქტომბერი : ბატონ ერვე დე შარეტ ლა კონტრის თბილისში ვიზიტი.
1996 წლის 24-26 აპრილი : ფრანკოფონიის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ მირჟი სიუდრის თბილისში ვიზიტი.
1994 წლის დეკემბერი : საფრანგეთის საგარეო საქმეთა გენერალური მდივნის ბატონ ბერტრან დიუფუკის საქართველოში ვიზიტი.
1994 წლის 21 იანვარი : ბატონ ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი პარიზში და მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმება.
1993 წლის დეკემბერი : ქალბატონ მიშო-შევრის ვიზიტი საქართველოში.
1993 წლის 5 ივლისი : ბატონ ალენუ ჟუპეს შეხვედრა პარიზში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ ალ. ჩიკვაიძესთან (საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა).

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა


 European Neighbourhood Policy, ENP
მოიცავს 16 ქვეყანას, რომლებიც ქმნიან ოთხ ჯგუფს: აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. ყოველმა ქვეყანამ ხელი უნდა მოაწეროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (European Neighbourhood and Partnership Instrument, ENPI) არის უმთავრესი ფინანსური საშუალება, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე (2007-2013) ექნება 12 მილიარდი ევრო. ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორ სახელმწიფოებს და რუსეთს. საქართველო, ისე როგორც სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესს დაემატა უკანასკნელ ეტაპზე, 2004 წელს. მხოლოდ 2006 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი ევროკავშირი-საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. პერიოდი, რომელშიც საქართველომ უნდა შეასრულოს ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებები, შეადგენს ხუთ წელს.

Thursday, April 5, 2012

ევროკავშირის ისტორია და ინსტიტუტები

ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს
გადასცემენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც ეროვნულ და საერთო ინტერესებს
იცავენ. ყოველი სახელმძღვანელო წესი და პროცედურა ინსტიტუტებისათვის
ჩამოყალიბებულია ხელშეკრულებაში, რომელიც შეთანხმებულია წევრ სახელმწიფოთა
პრეზიდენტებსა და პრემიერ მინისტრებთან და რატიფიცირებულია მათი პარლამენტების მიერ.
თითოეულ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილების მქონე სამი ძირითადი ინსტიტუტია:
• ევროკავშირის საბჭო
• ევროპის პარლამენტი
• ევროკავშირის კომისია
ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა, რომელიც
ჩამოყალიბდა დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე 1950-იან წლებში. მის სხდომებს
ესწრება თითო მინისტრი ევროკავშირის ყოველი წევრი სახელმწიფოს მთავრობიდან.
ევროკავშირის საბჭოს ექვსი ძირითადი ფუნქცია აკისრია:
• ევროპული კანონების მიღება;
25
• წევრი სახელმწიფოების ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება;
• საერთაშორისო შეთანხმებების დადება ევროკავშირსა და ერთ ან მეტ სახელმწიფოს,
აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის;
• ევროპარლამენტთან ერთად ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დამტკიცება;
• ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შემუშავება. უნდა
აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკა,U უშიშროება და თავდაცვა ეს ის საკითხებია,
რომელთან დაკავშირებითაც წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებელ კონტროლს
ინარჩუნებენ;
• წევრი სახელმწიფოების სასამართლოებსა და პოლიციის ძალებს შორის სისხლის
სამართლის საკითხებზე თანამშრომლობის კოორდინირება.
ევროკავშირის საბჭოსათვის განსახილველ საკითხებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მუდმივ წარმომადგემლობათა კომიტეტი “კორეპერი” ამზადებს. საბჭოს ხელმძღვანელობა
ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. მისი გენერალური სამდივნოს შტაბ-ბინა ბრიუსელში
მდებარეობს.
http://www.gipa

პრომლემური საკითხი

  კაპიტალისტური სისტემის გაბატონებისა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების
ჩამოყალიბების შედეგად, მოსახლეობის მობილურობის ზრდამ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახვეწამ, განსხვვებულ ეთნოსებს შორის კომუნიკაბელურობის ზრდამ და სხვა პროცესებმა, გლობალური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ევროინტეგრაცია, მეტწილად, სწორედ აღიშნულ ურთიერთობათა სწრაფი განვითარების შედეგს წარმოადგენს და უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. დღესდღეობით, ამ პროცესში ევროპის ყველა ქვეყანაა ჩაბმული და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან გავლენას განიცდის. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ისიც ამ
პროცესების ერთ-ერთი თანამონაწილეა. ცხადია, ევროინტეგრაცია, ისევე როგორც სხვა
მასშტაბური პროცესები ცალსახად დადებითი ან უარყოფითი ვერ იქნება:
  ერთი მხრივ, სახელმწიფოთა მიერ საზღვრების გახსნა, სწრაფი ტექნოლოგიური ზრდა,
საინფორმაციო ტექნოლოგიების დახვეწა, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების
გაზრდა და თანამშრომლობის უფრო მაღალი დონე კარგ შესაძლებლობას აძლევს
სახელმწიფოებს ეფექტიანად \ რაციონალურად გამოიყენონ არსებული რესურსები და
განვითარების მაღალ დონეს მინიმალური დანახარჯებით მიაღწიონ;
  მეორე მხრივ, სახელმწიფოთა შორის ბარიერების მოსპობა, მოსახლეობის მობილურობის ზრდა და მათი დაახლსსოება, შესაძლებელს ხდის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საფრთხის მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გავრცელებას, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის საშიშროების გაზრდას. მიუხედავად ამისა, საქართველოსათვის ევროინტეგრაციისაგან მიღებული სარგებელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოაღნიშნული პრობლემები, რომელთაც სახელმწიფო დღესაც განიცდის და მათი მოგვარება მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ჩარევის გარეშე, პრაქტიკულად გამორიცხულია ახლო მომავალში.
დამოუკიდებლობის პირველივე წლებში დასავლური ორიენტაციის არჩევა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული:
1. საქართველო ისტორიულად დასავლეთისკენ მიისწრაფის. 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე თვეებში ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროპის სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობებს (მაგალითად, საქართველოს საელჩო საფრანგეთში);
2. კულტურული თვალსაზრისით საქართველოსთან ევროპა ყველაზე ახლოს არის და მათთან ინტეგრაცია მისაღებია ამ თვალსაზრისითაც3
3. ახლად დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფო, მძიმე გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ნორმალური გზით განვითარდებას ვერ შეძლებდა
ამ და სხვა მიზეზთა გამო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს,
სწორედ დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა
ცდილობს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებით განვითარებულ მსოფლიოს დაუახლოვდეს და დასავლური სამყაროს სრულუფლებიან წევრად იქცეს. ევროინტეგრაციის გზაზე სახელმწიფოს ორიენტირი, ცხადია, უმაღლესი წერტილის მიღწევა უნდა გახდეს. უმაღლეს წერტილად კი ევროკავშირის წევრობა უნდა მივიჩნიოთ, რადგან მსოფლიოში არ არსებობს არცერთი გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოთა ერთობას ამ ორგანიზაციაზე მეტად უსვამს ხაზს. აქედან
გამომდინარე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ევროპული ინტეგრაციის საზომად ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობისას საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები თუ პრობლემები უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ ნაშრომი, ძირითადად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეა ფოკუსირებული და მისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ პრობლემებსა თუ არსებულ პერსპექტივებს იკვლევს. კვლევის უმთავრეს მიზანს, აღნიშნული პრობლემებისა და პერსპექტივების სათანადო შეფასება და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იქცეს სახელმწიფოსთვის თვითმიზანი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ევროკავშირში გაწევრიანების გარეშეც არის შესაძლებელი (შვეიცარია, ნორვეგია), თუმცა მისი კრიტერიუმების დაკამყოფილებას, რეკომენდაციების გათვალისწინებას და სხვადასხვა მოთხოვნათა ეფექტურ შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროინტეგრაციის გზაზე: ევროკავშირი საქართველოსთვის შუქურად უნდა იქცეს, ჩვენი ქვეყანა მის მიხედვით უნდა მოძრაობდეს და არა მის უშუალო მიღწევაზე ოცნებობდეს_ კოტე ჟღენტი
http://www.gipa.ge

ევროპის საბჭო

  ევროპის საბჭო 1949 წელს ჩამოყალიბდა და ევროპაში უძველეს პოლიტიკურ
გაერთიანებას წარმოადგენს. დაარსებიდან დღემდე, ევროპის საბჭოში 46 ქვეყანა გაერთიანდა, მათ შორის 21 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა თავდაპირველად ევროპის საბჭოს წევრი იყო.
საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა. საბჭოს საქმიანიობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ადამიანის უფლებების, საპარლამენტო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა; სოციალურ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შემუშავება მთელი კონტინენტისათვის;
საერთო ევროპული ღირებულებების შექმნა სხვადასხვა კულტურის ქვეყნებისათვის. 1989 წლიდან ევროპის საბჭოს ძირითად საქმიანობაა: პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა; პოლიტიკური, იურიდიული და კონსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობა, ეკონომიკური რეფორმების პარალელურად; ასევე, დახმარება ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, განათლების, კულტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
  1993 წლის ვენის სამიტზე ევროპის საბჭოს ახალი პოლიტიკური მიზნები განისაზღვრა.
წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა ევროპის საბჭო ევროპაში დემოკრატიისა და
მშვიდობის გარანტად აღიარეს. დემოკრატიის უსაფრთხოება სამხედრო უსაფრთხოების
ნაწილად იქცა.
  1997 წლის სტარსბურგის სამიტზე შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სოციალური მდგომარეობა, მოსახლეობის უსაფრთხოება, დემოკრატიული ღირებულებები და კულტურული სხვაობა. ევროპის საბჭოს ინსტიტუციონალური სტრუქტურებია: 46 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან შემდგარი მინისტრთა კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, კონგრესი და სამდივნო.ამგვარად, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს განვითარებასა
და დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს
ასრულებს, ვინაიდან აღნიშნული ევროპის სტრუქტურები სახელმწიფოებს
თანაცხოვრებისათვის ამზადებენ და ერთიან ევროპულ ორგანიზმში ინტეგრირების
წინაპირობებს ქმნიან.
http://www.gipa.ge

ეუთოს მისია საქართველოში

   ეუთოს მისია საქართფველოში 1992 წლის დეკემბერში დაიწყო. აქედან მოყოლებული
მისი უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების გამართვას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ  სამხრეთ ოსეთისა თუ აფხაზეთის კონფლიქტები. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო მუშაობს საქართველოს ფარგელბში ამ რეგიონის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე; ხელს უწყობს თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვას. ასევე თანამშრომლობს შერეულ საკონტროლო კომისიასთან (შსკ) და აგროვებს ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის შესახებ. აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში, სამშვიდობო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით, ეუთო თანამშრომლობს გაეროსთან, რაც საქართველოსგან მოუწყვეტლად აფხაზთა მისწრაფებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას გულისხმობს. სოხუმში გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისის გახსნის შემდეგ, ეუთოს საშუალება მიეცა მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა სხვადასხვა სფეროში სტანდარტების გარკვეულწილად ამაღლების თვალსაზრისით აფხაზეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მთლიანად სქართველოს მასშტაბით ეუთოს მისიის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემის, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობა და განვითარება. 1999 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის თხოვნით, ეუთომ გაზარდა თავისი მანდატი და დღეს საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრის კონტრლიც მის მოვალეობას წარმოადგენს.
2001 წლისათვის მანდატი გეოგრაფიულად გაიზარდა და მან მოიცვა საქართველო-ინგუშეთისსაზღვარიც, ხოლო 2002 წელს _ საქართველო-დაღესტნის.
http://www.gipa.ge

ევროპული სტრუქტურები

   ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის სტრუქტურები.
ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორებიცაა ევროსაბჭო, ეუთო, ჩრდილო
ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი, ხელს უწყობენ სახელმწიფოებში დასავლური
ღირებულებებისა და კულტურის გავრცელებას, მათი ფასეულობათა სისტემის
პოპულარიზაციას. თანდათანობით, აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებით, ქვეყნები დასავლურ სამყაროს უახლოვდებიან მათი განვითარების დონითა თუ კულტურული თვალსაზრისით. საქართველოც, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებით თანდათანობით გადის გზას ევროპულ სამყაროში საბოლოო ინტეგრაციისაკენ. ერთ-ერთი პირველი ამგვარი ორგანიზაცია, რომელშიც საქართველო გაწევრიანდა იყო ეუთო. მისი მისია საქართველოში 1992 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ჩვენმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობის პირველივე წლებში ხაზი გაუსვა თავის პრო-დასავლურ ორიენტაციას და მისი შემდგომი განვითარება, დასვლეთთან მიახლოების მცდელობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, 10
ლოგიკური იყო 1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება და დღეს, ჩვენს შემდგომ მიზანს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი წარმოადგენს.
მიუხედავად სახელმწიფოს დიდი სურვილისა, ამ ორგანიზაციათა წევრობა თანამედროვე საქართველოსათვის საკმაოდ რთული ამოცანაა და არაერთი რამ უნდა გაკეთდეს მათ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხება, აქ კი, მოკლედ მიმოვიხილავთ ეუთოსა და ევროსაბჭოს საქმიანობასა და მნიშვნელობას საქართველოსათვის
.http://www.gipa.ge

საქართველო იუნესკოში

   საქართველოს იუნესკოში შესვლა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ევროპისაკენ.ამ მოვლენამ საქართველოს მომავალის ცვლილება განაპირობა.იუნესკოში შესვლით ჩვენ შევძელით დაგვეცვა ისტორიული ძეგლები.
   საქართველო გაწევრიანდა იუნესკოში 1992 წელს. შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, რომელიც იუნესკოსთან საქართველოს თანამშრომლობის ოფიციალური აზრი გახდა. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. 1994 წლის თებერვალში ქ. პარიზში დაარსდა იუნესკოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ამჟამად იუნესკო–საქართველოს თანამშრომლობა ხორციელდება 1995 წელს ხელმოწერილი იუნესკო–საქართველოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩარჩოებში. 1999 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიის პირველი სახელმწიფო, რომელიც იუნესკოს აღ,ასრულებელ საბჭოში 4 წლით აირჩიეს. იუნესკოს გენერალური კონფერენციის 30–ე სესიაზე საქართველოს ინიციატივით დამტკიცდა პროექტი „კავკასია“, რომელმაც იუნესკოს კომპეტენციის სფეროში, სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს თანამშრომლობის მეშვეობით, რეგიონში სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველოს თანამშრომლობა იუნესკოსთან ხორციელდება სხვადასხვა მიმარტულებით: განათლების, კულტურის, მეცნიერების, ინფორმაცია–კომუნიკაციისა და სხვა სფეროებში.
.http://www.nplg.gov.ge

Wednesday, April 4, 2012

საქართველოს შესახებ

ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი.
ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
სახელწოდება:
ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918—1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990—1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.
გეოგრაფია:
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
სახელმწიფო:
საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
დედაქალაქი: თბილისი.
სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური.
ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
კონსერვატიული პარტია — თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
ლეიბორისტული პარტია — თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის — თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა „ახალი მემარჯვენეები“ — თავმჯდომარე დავით გამყრელიძე;
პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმი“ — თავმჯდომარე კახაბერ შარტავა;
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“ — თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია;
პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ — თავმჯდომარე გოგი თოფაძე;
პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს გზა“ — თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა იმედი — თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;
ქრისტიან–დეოკრატიული მოძრაობა — თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე;
ხალხის პარტია — თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;
საქართველოს მწვანეთა პარტია — თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
ტერიტორიული მოწყობა:
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
დემოგრაფია:
2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.
ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით):ქართველები — 83,8 %, აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0.9 %, იეზიდები — 0.4 %, ბერძნები — 0.3 %, ქისტები — 0.2 %, უკრაინელები — 0.2 %, აფხაზები — 0,1 %;
რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00 %, მუსლიმანები — 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3.9 %, კათოლიკეები — 0.8 %, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები.
დიდი ქალაქები: თბილისი — 1.106.700, ქუთაისი — 188.600, რუსთავი — 117.300, ბათუმი — 122.200, სოხუმი — 43.000, გორი —42.000 , ზუგდიდი — 69,000, ფოთი — 47,400, ცხინვალი — 7,000.
უახლესი ისტორია:
დამოუკიდებლობის აღდგენა:
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
სამხედრო გადატრიალება:
1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო“-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).
ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.
საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989—1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.
შევარდნაძის გადადგომა:
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.
საპროტესტო მოძრაობა:
2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა.მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს,რასაც მოჰყვა ოქრუაშვილის დაპატიმრება-2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის – ”ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა,ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით_საქართველო პრეზიდენტის გარეშე.2 ნოემბერს გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ,მაგრამ 7 ნოემბერს ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია,შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი.8 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები.2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა,ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59 %-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
საქართველო-რუსეთის ომი:
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა,მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა.ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა,ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.



ნიკო ნიკოლაძე ევროპული ფასეულობების შესახებ

    ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური და კულტურული კონტაქტების დამყარებას ქართველები ოდითგანვე ცდილობდნენ. საყოველთაოდაა ცნობილი ფარსმან 11 “ქველის” ვიზიტი რომში, გიორგი მთაწმინდელის მცდელობანი წასულიყო “სპანიად” (ესპანეთში), ქართველ მეფეთა და მხედართმთავართა ეპისტოლეები ევროპელი მონარქებისადმი, ირბახისა და სულხან-საბას ვიზიტები ევროპის ქვეყნებში და რომის პაპთან, ვოლტერიანელობა საქართველოში (ლ. ასათიანი), ერეკლე 11 ის შვილიშვილთა მცდელობა ევროპული მართვა-გამგეობის შემოღებისა საქართველოში, ევროპული განათლებისადმი საყოველთაო სწრაფვა და ინტერესი.
    მართალია მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, მაგრამ ევროპული ცივილიზაციის ტალღები რუსეთის გავლით ჩვენთან მაინც აღწევდა.
   კონსტანტინე გამსახურდია ქართველობის კულტურულ მისიად სავსებით სწორად მიიჩნევდა დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზს და მათ დამყნობას ეროვნულ ნიადაგზე სათანადო გადამუშავების და გაანალიზების შემდეგ. მართლაცდა, ჩვენში არის როგორც ევროპული ფასეულობანი, ასევე საკმაოდ ვართ დავალებულნი აღმოსავლეთიდანაც, წმინდა სახით კი არც ევროპელები ვართ და არც აზიელები.
   ილია ჭავჭავაძე ნატრულობდა ევროპაში მიმდინარე “ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა” გაეგონა საქართველოში და მათებურად მოეწყო ქვეყანა.
 ნიკო ნიკოლაძე პირველი იყო ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელმაც მანამდე ჩვენთვის უცხო ევროპული პრაგმატულობა და რეალიზმი, არამეტაფიზიკური აზროვნება დანერგა ქვეყანაში.
    დღესაც უაღრესად აქტუალურია ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ერმა სამომავლოდ: “როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში” - წერდა იგი. 
   ნიკო ნიკოლაძე კარგად ხედავდა, რომ ევროპის მოწინავე ერები განვითარების ეროვნულ მოდელს ჰქმნიდნენ, ამასთან ითვალისწინებდნენ უცხოურ დადებით გამოცდილებასაც.
ნიკოლაძე ასევე სწორად მიიჩნევდა, რომ შეუძლებელი იყო უცხოელს, თუნდაც გენიოსს, ქართული სპეციფიკის არმცოდნეს, ქვეყნისათვის ზუსტად მისადაგებული განვითარების რეცეპტი მოეძებნა – ეს საქმე მას ქართველთა გასაკეთებლად მიაჩნდა და ხაზგასმით აღნიშნავდა კიდეც: “ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”
    ნიკო ნიკოლაძე ევროპული ტრადიციით ქვეყნის შინაგანი საქმეების პირველ რიგში მოგვარებას მთავარ პრიორიტეტად სახავდა და წერდა: “მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს” _ აღნიშნავდა ის.
    ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება” და რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის. თავის ცნობილ ნაშრომში “კოშუთი და დეაკი” მან ერთმანეთს შეადარა ეს ორი ცნობილი უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე და მათი ტაქტიკა უნგრეთის ეროვნული სუვერენიტეტისათვის რთულ და ძნელ ბრძოლაში. კოშუთი აჯანყების გზით, იარაღითა და სისხლისღვრით ცდილობდა სამშობლოს განთავისუფლებას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ამ მიზნიდან დაშორება. უფრო რეალური და წარმატებული გამოდგა დეაკის საპირისპირო, პრაგმატული ტაქტიკა – რეფორმების გზით მშვიდობიანი ბრძოლის გზა, რამაც უნგრეთს ნაბიჯ-ნაბიჯ ეროვნული სუვერენიტეტი მოაპოვებინა. მხარს უჭერდა რა დეაკის ტაქტიკას, ნიკო ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის (დამოუკიდებლობის - ვ.შ.) გადასაწყვეტად”. 

 ნიკოლაძის აზრით საქართველოში ევროპისგან განსხვავებით ადგილი ჰქონდა ქვეყნის ბედისადმი ადამიანთა გულგრილობას, თაობათა მეტისმეტ დაპირისპირებას და მემკვიდრეობითობის ნაკლებად დაცულობას: “ევროპული წესის თვისება – წერდა იგი, ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს”.
 ნიკოლაძის აზრით ძალდატანებით სამოთხეში ვინმეს შეყვანა არ შეიძლება. იგი სავსებით სწორად თვლიდა, რომ ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წეს-წყობილება ეროვნული ტრადიციების, ფსიქიკის, ზნე-ხასიათის, გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვისად უნდა მოეწყოს და რომ ძალდატანებითი რუსიფიკაცია (გინდაც ევროპეიზაცია) შედეგს არ მოიტანდა.
 იგი აქცენტს აკეთებდა უმთავრესად საკუთარი ძალებით, შრომით და რესურსებით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არ ხდება: “ ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას. კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლისღვრით შეუძენია. ნაპოვნი და ნაწყალობევი კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო” – წერდა იგი.
   შესაბამისად, ამოცანა, ნიკოლაძის თქმით, მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპული წესისამებრ “ ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ... მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, – მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენ ხალხს და დამხმარებელიც”, ხოლო თუ ჩვენ კვლავ სხვის იმედზე და დახმარებაზე დავამყარებთ მომავალს, ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, მაშინ კაპიტალიზმის ულმობელი კანონების საფუძველზე ჩვენი მომავალი პერსპექტივა ძალზე არასახარბიელო იქნება, მიაჩნდა ნიკო ნიკოლაძეს და წერდა კიდეც მოურიდებლად: “ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ან ინდო ჩინეთივით ძარცვას დაუწყებენ (იგულისხმება დამოუკიდებლობის შემთხვევაში)”.

ევროინტეგრაცია და საქართველო

ილია ჭავჭავაძემ საფუძველი ჩაუყარა სწორედ ევროპისათვის დამახასიათებელ “საერთო ნიადაგის” თეორიას (ილია ამას წოდებათა შერიგებას უწოდებდა) რომელიც განავითარა და გააღრმავა არჩილ ჯორჯაძემ (სწორედ მან უწოდა ამ თეორიას “საერთო მოქმედების” თეორია).

ილიას მიაჩნდა, რომ სანამ ერი მთლიანი და ერთიანია, იგი უძლეველია; როცა ერში იწყება “განთვითოეულება”, იგი გარდაუვალი დაღუპვის წინაშე აღმოჩნდება: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის, თითოში-ყველა, საცა თითოეული ყველასთვის არ ფიქრობს და ყველა-თვითოეულისათვის, საცა “მე” ხშირია, “ჩვენ”-იშვიათი... ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე” 2. არჩილ ჯორჯაძის აზრით, “საერთო მოქმედების” თეორია არის გარანტი ერის წინაშე წამოჭრილი ფუნდამენტური საკითხების სამართლიანად და ეროვნული ინტერესების პრიზმით გადაწყვეტისა: “უდავოა, - წერდა იგი, - რომ ევროპაში მოკამათე დასნი დგანან საერთო მოქმედების ნიადაგზე. ამ გარემოებამ არ უნდა გაგვაკვირვოს. დემოკრატიულ დაწესებულებათა შექნისთვის საჭიროა ყველა პროგრესული პარტიის შეერთებული ძალა და ამ მიზნით ხშირად საჭიროა კლასთა ბრძოლის სიმწვავის შესუსტება” 3.

სწორედ ილია ჭავჭავაძემ მოუწოდა ქართველობას თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის იმ პრინციპების დანერგვისაკენ, რომლის სამშობლოა ევროპა: “ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა


www.presage.tv