Thursday, May 3, 2012

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილური 2010 წლის 14-17 მარტს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ბელგიის პრემიერ-მინისტრს ივ ლეტერმს (Yves LETERME), ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში სიმ კალასს (Siim Kallas) და ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს (Štefan Füle) შეხვდა. მხარეებმა საჰაერო რეისების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრეს.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, "ბრიუსელის კონფერენციაზე 4.5 მილიარდი იქნა შეპირებული საქართველოსთვის. აქედან რაღაც ნაწილი მოდიოდა ევროკავშირის დაფინანსებაზე. 2009 წელს ჩვენ ავითვისეთ საკმაოდ დიდი თანხა, ეს ძირითადად ლტოლვილებისთვის სახლების მშენებლობას მოხმარდა. წელსაც ჩვენ ვაპირებთ იგივე პროექტები გავაგრძელოთ და დაფინანსება მივიღოთ ევროკავშირისგან."

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის (Herman Van Rompuy) შეხვდა. შეხვედრისას ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ევროკავშირს გამარტივებული ვიზებისა და რეადმისიების შეთანხმება აქვს.
„ამჟამად ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას განიხილავს. შეთანხმებაში თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული,"- აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ევრიკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოელის, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეასრულებს".
ჰერმან ვან რომპუის თქმით, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლებს არ აგზავნის, ამ პროცესს მაინც ყურადღებით დააკვირდება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ივ ლეტერმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ევროკავშირის პრეზიდენთთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გამარტივებული ვიზებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს აქვს გაფორმებული.

"ამჯერად ბრიუსელში ვიზიტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. შევხვდით თითქმის ყველა ევროკომისარს, რომელთაც საქართველოსთან შეხება აქვთ (ანდრის პიებალგს (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში) (Andris Piebalgs), გიუნტერ ოეტინგერს (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში) (Günter Oettinger), კარელ დე გუჰტს (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში) (Karel De Gucht).

აგრეთვე, შევხვდი ევროკავშირის პრეზიდენტს, ბატონ ჰერმნ ვან რომპუის. შეხვედრა ძალზედ წარმატებულად წარიმართა და მისი გნცხადებებიც აბსოლუტურად ყველა იმ მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხს ეხებოდა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს. მათ შორის იყო ის, რომ რუსეთის მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული. და ეს მის (რპომპუის) განცხადებაში იყო ნახსენბი.

შეხვედრისას ვისაუბრეთ ორ შეთანხმებაზე, რომელზეც ევროკავშირთან ვმუშაობთ, ეს არის ვიზის გამარტივების შესახებ და თავისუფალი ვაჭრბის შესახებ შეთანხმებები.

მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირთან გვქვს საუკეთესო და ყოვლისმომცველი ურთიერთობები. ფაქტები თავისით მიგვითითებენ ამაზე.

დასრულდა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ და ბატონი ვან რომპუის განცხადებით, ივნისის თვეში ამ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს თვეებში შეეძლებათ ბევრჯერ უფრო გამარტივებული პროცედურებით მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ვიზა, ხოლო გარკვეულ კატეგორიას ვიზა არ დასჭირდება. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან სპორტსმენები, კულტურისსაქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ევროკომისარი ანდრის პიებალგი მოღვაწენი და სხვა.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის კავშირის გაზრდაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ დღეს თბილისში მხოლოდ რამოდენიმე ევროპული ავიაკომპანია დაფრინავს და თბილისი პირდპირ დაკავშირებულია რამოდენიმე ევროპულ ქალაქთან, საავიაციო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ევრპულ ავიაკომპანიას თბილისში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა ექნება. ბევრჯერ უფრო გაიზრდება იმ ქალაქების რაოდენობა, რომელთაც თბილისი პირდაპირი ავიარეისებით დაუკავშირდება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროპას შორის უფრო დიდი მობილურობა იყოს, ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდოს, ევროპიდან საქართველოში ბიზნესმენების ვიზიტებმა იმატოს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ევროკომისარი გიუნტერ ოეტინგერიორივე საკითხთან შეთანხმების პროცესი დასრულებულია, მოლაპრაკებების ბოლო წერტილი დასმულია. ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და უახლოეს მომავალში ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ხელმოწერილს ვიხილავთ," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ევროპის კომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს (Jose Manuel Barosso) შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

ხოსე მანუელ ბაროზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობიას მხარს უჭერს და ოკუპირებულ ტეიროტირიებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგია დადებითად შეაფასა. ბაროზომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რუსეთი გააკრიტიკა.

"ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ახალ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ძალზედ მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და ახალი ბაზრების მოძიება.

მივესალმებით საქართველოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებული რეგიონების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანას კონფლიქტების მშვიდობიანად და დიპლომატიურად მოგვარება სურს. ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ასრულებს ნაკირს ვალდებულებებს. ამ პრობლემის მოგვარების საკითხში ჟენევის მოლაპარაკებებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ევროპის კომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზოგადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ.

სამწუხაროდ ჟენევის ყველა შეხვედრა უშედეგოდ სრულდება. არც სადამკვირვებლო მისიას ეძლევა საშუალება შევიდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს სამწუხარო ფაქტია. ქვეყნის განვითარებაში რეფორმები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ამ კუთხით საქართვეველოს კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. ვფიქრობ, მკვეთრი ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედია-თავისუფლების კუთხითაც გადაიდგმება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს,"- განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მჭიდრო ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით უფრო ამყარებს ჩვენს კავშირს. ველოდებით კონკრეტულ შედეგებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კვლავ გახანგრძლივდება.

სტარტი აიღო ტურნემ სახელწოდებით ”Georgia Comes To You” vera kobalia

თბილისში ევროპის მოედნიდან სტარტი აიღო ტურნემ სახელწოდებით ”Georgia Comes To You” ("საქართველო მოდის შენთან"), პროექტის მონაწილეები ქვეყნიდან-ქვეყანაში გადაადგილდებიან ავტობუსის საშუალებით მარშრუტით აზერბაიჯანი-სომხეთი-პოლონეთი-უკრაინა-ლატვია. პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე.
ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მიზნობრივ ბაზრებზე 5 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია) დაგეგმილია საქართველოს დღეები, რომლის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა, სუვენირებისა და ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ქართული თანამედროვე მუსიკისა და ფოლკლორის კონცერტები, ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია და სხვა. ღონისძიება მოძრავია და მას ტურნეს ხასიათი ექნება. ტურნე მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას მიზნობრივ ბაზრებზე, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას ფართო მასებისათვის, მიზნობრივი ბაზრებიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდას.
ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება ქალაქების ცენტრალურ მოედანზე ან პარკებში. დღის განმავლობაში გაიმართება ფოტოგამოფენები, პარალელურად მოხდება ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეკლამო მასალებისა და ბროშურების გავრცელება, საღამოობით კი კონცერტები ჩატარდება, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას ადგილობრივი პოპულარული ჯგუფებიც მიიღებენ. საკონცერტო სცენა მორთული იქნება პროექტის ლოგოტიპებით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია, შესაბამის ქვეყნებში ცნობილი ადამიანებისა და ქართული დიასპორების ჩართვა ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობაში. ტურნეს ხანგრძლივობა თითო ქვეყანაში იქნება 1-2 დღე (პარასკევი-შაბათი) და იგი გაიმართება მიზნობრივი ბაზრების დედაქალაქებში. ღონისძიების თანაორგანიზატორია "ალტერვიჟენ გრუფი".
 http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=787

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ლატვიის დელეგაციას შეხვედრებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრის ტეიკმანისი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება და საქართველოსა და ლატვიის შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს.საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს, რეგიონალურ საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო.ანდრის ტეიკმანისის განცხადებით, ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
http://www.ucnobifm.ge/index.php?cid=44&act=view&id=499 

Tuesday, April 10, 2012

ნატო-ში გაწევრიანების დინამიკის შენარჩუნება


საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მთელი ქართველი ერის მისწრაფებაა, რაც დადასტურდა 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტით, როდესაც მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის იდეას. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმას. საქართველო წლების მანძილზე წარმატებით იყენებდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატსა და ინსტრუმენტს. ამ თანამშრომლობამ ქვეყანას საშუალება მისცა წარმატებით განეხორციელებინა დემოკრატიული რეფორმები და გარდაექმნა შეიარაღებული ძალები ალიანსთან თავსებადობის მისაღწევად. მიღწეული შედეგების საფუძველზე, ნატო-მ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.“
რუსეთის აგრესიამ ვერ შეაფერხა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომლის დანიშნულებაც, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად, არის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელშეწყობა. 2008 წლის ნატოს დეკემბრის მინისტერიალზე გადაწყდა საქართველოსთვის ახალი ინსტრუმენტის, წლიური ეროვნული გეგმის ფორმატის შემოღება, რომლის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ნატო-საქართველოს კომისია. საქართველო წლიურ ეროვნულ გეგმას განიხილავს როგორც ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დააკმაყოფილოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებელი კრიტერიუმები.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკის შენარჩუნება და, ბუქარესტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ალიანსთან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება. დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ხელს შეუწყობს ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობას არსებული ფორმატის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, ძირითადი ყურადღება დაეთმობა ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატის მაქსიმალურ გამოყენებასა და წლიური ეროვნული გეგმის შესრულებას.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ამ პროცესიდან გამომდინარე მოსალოდნელი სარგებლისა თუ გამოწვევების შესახებ. საგარეო პოლიტიკური უწყება თავის წვლილს შეიტანს ნატო-ს შესახებ საზოგადოების გაცნობიერების პროცესში.

ევროკავშირის როლის გაძლიერება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში

დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოში სრულფასოვანი სამშვიდობო მისიის განხორციელებისკენ, რომლის მანდატი რეალურად გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე, მუშაობა წარიმართება ევროკავშირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის სათანადო შეფასებისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხებს
http://www.polity.ge

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან

ევროპა არის ის ბუნებრივი გარემო, რომელსაც საქართველო მოწყვეტილი იყო საუკუნეების მანძილზე და რომელშიც ქართულმა სახელმწიფომ უნდა განაგრძოს თავისი განვითარება. ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად და მის ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის. ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებასა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მთავარი აქცენტები სავიზო და სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციაზე გაკეთდება. ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ენერგეტიკის სფერო წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აგრეთვე პარტნიორობის გაღრმავება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

Monday, April 9, 2012

გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები

გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. გერმანელებსა და ქართველებს შორის მჭიდრო და ნდობით გამსჭვალულ ურთიერთობებს თითქმის 200 წლიანი ტრადიცია აქვს. გერმანიაში დაუვიწყარია პრეზიდენტ შევარდნაძის წვლილი თავისუფალი გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებაში. თავის მხრივ გერმანია საქართველოში სარგებლობს პატივისცემითა და სიმპათიით. ყურადღების ღირსია ფედერალური მთავრობის მიერ განვითარების პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით კი ენერგომომარაგების დარგში გაწეული საქმიანობა. აღიარებულია გერმანიის მონაწილეობა საერთაშორისო საშუამავლო საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის აფხაზეთის რეგიონალური კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება.


http://www.tiflis.diplo.de